saqarTvelos mdinareebi - mestiaWala
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სათავე | სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა |
სიგრძე | 11 კმ |
აუზის ფართობი | 152 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7.29 მ³/წმ |
მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ლეხზირისა და ჭალაათის მყინვარებიდან. ერთვის მდინარე მულხრას მარჯვნიდან დაბა მესტიასთან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 152 კმ2. საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან ოქრომბრამდე, წყამცირობა - ოქტომბრიდან აპრილამდე, ზამთარში - ყინულნაპირისი და თოში. საშუალო წლიური ხარჯი 7,29 მ3/წმ.